ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფეხმძიმე ქალი დაჭრილია: სიღნაღში ძმის სიმამრის მკვლელობასა და რძლის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ულიანოვკაში ეჭვმიტანილია მამაკაცი, რომ ძმის სიმამრი მოკლა, ფეხმძიმე რძალი კი დაჭრა.
“კვირას“ ინფორმაციით, კონფლიქტი თავდაპირველად მოკლულის შვილსა და ბრალდებულს შორის დაიწყო. ვითარების განმუხტვას დაკავებულის ძმის სიმამრი და რძალი შეეცადნენ, რის შემდეგაც მამაკაცმა ორივე მათგანი დაჭრა. იმავე წყაროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ძმის სიმამრს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....