ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში, 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სანადირო თოფით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.