თსუ-ს მე-6 კორპუსის შენობასთან ამ წუთებში უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ჯგუფი აქციას მართავს. ისინი „აუდიტორია 115“-ის წევრებს მე-6 კორპუსის შენობის დატოვების მოთხოვნით მიმართავენ და აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია პროტესტის ეს ფორმა.
როგორც აქციაში მონაწილე სტუდენტები ამბობენ, დღესვე გეგმავენ შეხვდნენ მე-6 კორპუსში მყოფ „აუდიტორია 115“-ის წევრებს და გამართონ მათთან დიალოგი. იმ შემთხვევაში, თუ ეს დიალოგი არ შედგება, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები შემდგომ პრობლემების მოსაგვარებლად აპირებენ თსუ-ს რექტორს, გიორგი შარვაშიძეს მიმართონ.
„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს მე-5 დღეა რაც თსუ-ს მე-6 კორპუსი დაკავებული აქვთ.