ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„დანით 2 ქალს გაეკიდა“: თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ

 

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) ინფორმაციით, 2016 წლის 27 ნოემბრის ღამეს, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუთ ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხა ორი პირი, რომელთაც სცადეს ქალების ცემა, ისროდნენ ქვებს და მინის ბოთლებს. ერთ-ერთი თავდამსხმელი დანის გამოყენების მუქარით გაეკიდა ორ ქალს, მაგრამ მათ გაქცევა მოახერხეს. ინციდენტის შედეგად რამდენიმე დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება. კერძოდ, როგორც დაზარალებული ამბობს, თავდამსხმელმა მას მინის დიდი ბოთლი ესროლა, რომელიც ზურგის არეში მოხვდა.

WISG-ის ინფორმაციით, თავდამსხმელები ორი კაცი იყო, რომლებიც გამოიყურებოდნენ ისე, როგორც ის პირები, რომლებიც 25 ნოემბერს ტრანსგენდერ ქალს, ნატას დაესხნენ თავს.

ორგანიზაციის ცნობით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავების მოსვლამდე თავდამსხმელებმა მიმალვა მოასწრეს.

“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მათთან შეტყობინება შევიდა, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცავებთან შეტყობინების ავტორმა თანამშრომლობა აღარ ისურვა. ამ მიზეზით საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს.

იტვირთბა....