ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრაფიკი: 4 რაიონი თბილისში, სადაც დღეს ელექტროენერგია შეწყდება

 

თბილისის ნაწილს ელექტროენერგია დღეს შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას, რაიონების მიხედვით, კომპანია თელასი ავრცელებს.

ვაკის და მთაწმინდის რაიონები

საბალანსო მრიცხველების მონტაჟის გამო 10 საათიდან 13 საათამდე 15-15 წუთით შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, ზანდუკელის, ჭოველიძის, კერესელიძის, მაყაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის და გლდანის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

იტვირთბა....