თბილისში, ყაზბეგის გამზირის 29 ნომერთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, უცნობია. ადგილზე კრიმინალისტები წუხელ გვიანობამდე მუშაობდნენ. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. სხვა დეტალები უცნობია.