ოკუპირებული ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული 18 წლის ახალგაზრდა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი მკვიდრი, ოკუპანტებმა დღეს გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის გატაცება სოფელ ჯარიაშენიდან ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა.