ახალი ამბები მთავარი

“ქართული ოცნების” ოფისთან აქცია იმართება

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მმართველი გუნდისგან დახმარებას საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები ითხოვენ.

აქციის მონაწილეები კუთვნილი თანხის მისაღებად ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს  შუამდგომლობას თხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საფინანსო კომპანია „საქართველო“  დაახლოებით ორი თვის წინ დაიხურა და 2 500-მდე მეანაბრემ 30 მილიონ ლარამდე იზარალა.

 

იტვირთბა....