aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩევნები შედგა თუ არა? – კომისიის თავმჯდომარე სტუდენტების დისციპლინურ დევნაზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცოტა ხნის წინ, თსუ-ში მიმადინარე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, კომენტარი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, “აუდიტორია 115”-ის წევრების მიმართ დისციპლინური დევნა უნდა განხორციელედეს.

“ეს სტუდენტები არღვევენ ყველა ვალდებულებას, რაც რეალურად სტუდენტს აქვს ამ უნივერსიტეტში. მათ მიმართ უნდა განხორციელდეს დისციპლინური დევნა. ესაა ჩემი მოსაზრება.” – აცხადებს ეგნატეშვილი.

კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩაშლილა.

“დაახლოებით 2000-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში რაც შეიძლება იყოს იმის საფუძველი რომ ეს არჩევნები ჩატარდა და ლეგიტიმურია.” – ამბობს ეგნატეშვილი.

მისი თქმით, ყველაფერი საღამოსთვის გაირკვევა, როცა დაიწყება ხმების დათვლის პროცესი რადგან, მისივე თქმით, ამ პერიოდისთვის გახდება ცნობილი – არცევნები შედგა თუ არა…

„აუდიტორია 115-ის” ინფორმაციით კი, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები პირველ კორპუსში 4 საარჩევნო უბანზე ჩაიშალა.

შეგახსენებთ, სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” შემდეგ ცვლილებებს ითხოვს:

საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შემოთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები;

თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით;

დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი;

სრულად რეაბილიტირდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი;

გაიზარდოს მეცნიერების დაფინანსება;

იტვირთბა....