ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ID ბარათებთან დაკავშირებით წულუკიანი განცხადებას აკეთებს

ID ბარათების თემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე უპასუხა:

“პირადობის მოწმობების საკითხი საჭიროებს ცალკე განხილვას და ამისთვის გამოვთქვამ მზადყოფნას. როცა მე დავინიშნე, არ მქონდა ID ბარათი. ბატონი ვაშაძე აკეთებდა კონტრ-რეკლამას ამ ბარათის და მე მას რეკლამას ვერ დავარქმევ. ყველას გაგვიჩნდა აზრი, ხომ არ იმალებოდა ამ ბარათის უკან ადამიანის უფლების დარღვევის რაიმე გეგმა. როცა დავინიშნე, თავად შევძელი შემოწმება, იყო თუ არა დაიმე საფრთხე. მე დავიჯერე, რომ ამ ბარათში არანაირი საფრთხე, ინდივიდუალური უფლებების და მათ შორის რელიგიასაც ვითვალისწინებ, არ არის. ორი მილიონ სამასი ათასი ადამიანი დღეს თვლის, რომ ამ ბარათში საფრთხე არ არის. მინდა გითხრათ, რომ ID ბარათი მიბმულია არჩევნებზე. ის რომ დღეს პარლამენტში ხართ, სწორედ ID – ბარათმა მოგვცა საშუალება, რომ კარუსელები და ხმაური არ ყოფილიყო. თუმცა, მზად ვარ საუბრისთვის!”, – განაცხადა წულუკიანმა.

იტვირთბა....