თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს, ამ დროისთვის იმ აუდიტორიაში სადაც საარჩევნო ყუთებია განთავსებული „აუდიტორია 115-ის” წევრები დადგნენ. “აუდიტორია 115”-ის წევრები საარჩევნო უბანზე არავის უშვებენ.
სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია.
დემეტრე ეგნატეშვილი ჯერჯერობით, არჩევნების ჩაშლის საშიშროებას ვერ ხედავს, თუმცა ის არაფერს გამორიცხავს. ამ დროისთვის შეჩერებულია უბნების მუშაობა, რადგან ყველა კართან აქციის მონაწილეები სხედან.
შეგახსენებთ, გუშინ “აუდიტორია 115”-ის წევრებმა უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავეს.
ისინი მოითხოვენ:
1.დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” 45 მუხლის გასაუქმებლად, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას. შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესი.
2.კონსტიტუციაში განისაზღვროს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.
3.გამოიყოს თანხა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის.
4.მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, პირდაპირი წესით, გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება.
5.უნივერსიტეტის რექტორმა, შეასრულოს წინასაარჩევნი დაპირება და სასწრაფო წესით დაინერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი.
მოვუწოდებთ სტუდენტებსა და ლექტორებს, არასამთავრობო სექტორს, აქტივისტურ ჯგუფებს, შემოუერთდით სტუდენტურ პროტესტს.
ყველა სტუდენტი თანასწორია!”- წერენ “აუდიტორია 115-ის” წევრები.