ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ განათდება დღეს თბილისის ანძა ნარინჯისფრად? 

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდება. ამ სიმბოლური ჟესტით შეუერთდება თბილისი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღე გაგრძელდება.

„თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოს განარინჯისფერებით გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში და თბილისის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ საქართველოს დედაქალაქიც  ამ ტრადიციას შეუერთდება“. – აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. კამპანია მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა  და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.

იტვირთბა....