ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

Google-ის გაფრთხილება!!! – თქვენი Gmail-ის ფოსტა შესაძლოა გატეხონ: მიყევით ინსტრუქციას

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ Google-ს მომხმარებლებმა შემაშფოთებელი შეტყობინება მიიღეს. კომპანიის ცნობით, მათი Gmail-ის ანგარიშების გატეხვას შესაძლოა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი თავდამსხმელები ცდილობდნენ. იმ პირებს შორის, რომლებსაც შეტყობინებები დაეგზავნათ, ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები არიან.

„Google-ს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის მთავრობა დგას შესაძლო შეტევის უკან, არც ის უთქვამს, თუ რატომ გაუჩნდა კომპანიას ასეთი ეჭვი. სამაგიეროდ დაასახელა საფრთხეები, რომლებიც შეტევის წარმატების შემთხვევაში შეიძლება ანგარიშებს დაემუქროს – Google წერს, რომ „ჩვენ ვერ გავამხელთ კონკრეტულად რამ შეგვაშფოთა, რადგან ჰაკერები ტაქტიკას შეცვლიან, თუმცა თუ წარმატებას მიაღწიეს, შესაძლებელია მოიპოვონ წვდომა თქვენს მონაცემებზე, ან თქვენი ანგარიში სხვა ქმედებებისთვის გამოიყენონ“.

Google-ის ცნობით, ასეთი რამ Gmail-ის მომხმარებელთა მხოლოდ 0,1 პროცენტს ემართება. იმისთვის, რომ მათ რიცხვში არ აღმოჩნდეთ, კომპანია გთავაზობთ, ჩართოთ ორმაგი ვერიფიკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიშზე შესასვლელად მხოლოდ პაროლი საკმარისი აღარ იქნება. ტელეფონზე მოგივათ კოდი, რომელიც შესაბამის ველში უნდა შეიყვანოთ. ანგარიში ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ ორივე ნაბიჯის გავლის შემდეგ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, გაითვალისწინოთ Google-ის რეკომენდაცია და თუ გამაფრთხილებელი მეილი მიიღეთ, ისარგებლოთ ორმაგი ვერიფიკაციით. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა შეცვალოთ Google-ის ანგარიშის პაროლი. თუ იგივე პაროლს იყენებდით სხვა ანგარიშებისთვისაც, გამოცვალეთ ისინიც“,- ნათქვამია პეროსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციაში.

პეროსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გაფართხილებელი ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქის” მომხარებელებისთვისაც გაავრცელა.

იტვირთბა....