ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შეკითხვა პირდაპირ ეთერში: „რა გინდათ „ნაცმოძრაობაში“, როცა ირინა ენუქიძის გვერდით იბრძოდით“

 

„ელენე და მისი ოჯახი სანდროს ოჯახის გვერდით იდგა ყოველთვის. მათ შორის სააკაშვილის პერიოდში. ეს არის სიმართლე და ამის ართქმა არ შეიძლება“ – ასე გამოეხმაურა  „ბურჭულაძის პარტიის“ ერთ-ერთი წევრი დავით ჯანდიერი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიასა და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

თეა წულუკიანის განცხადების მიხედვით, ელენე ხოშტარია სანდრო გირგვლიანის მეგობარი იყო, ახლა კი ვანო მერაბიშვილის ადვოკატთან ერთად ზის.

ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ინგა გრიგოლიას მიერ დასმულ კითხვაზე – ამ ყველაფრის ფონზე, როცა თქვენ ირინა ენუქიძის დედის გვერდით იდექით და გამოდიოდით ხელისუფლების წინააღმდეგ, მაშინ რა გინდათ დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ხოშტარიამ უპასუხა, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ  ქვეყანა ყველაზე მეტად წინ წაიყვანოს.

„სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქვეყნის გამოწვევა არის „ქართული ოცნების“ ხელში მომხდარი უამრავი უსამართლობა, „ქართული ოცნების“ ხელში ქვეყნისთვის საშიში მიმართულება, რაც ჩვენ ავიღეთ. ჩვენ  გვახსოვს, რომ ისინი მოვიდნენ იმ პრობლემების თუ მინუსების გამოსასწორებლად, რაც შეეხებოდა სასამართლოს, მედიას და სხვას. მოვიდა, საკმაოდ გამზადებული და ძალიან კარიგ საფუძვით, მათ დახვდათ დიდი ბაზა, იმისთვის, რომ საქმე ეკეთებინათ. ნაცვლად ამისა, მათ კიდევ უფრო გააღრმავეს ეს პრობლემები და გააუფასურეს ის შედეგები, რაც ჩვენ გვქონდა. ამიტომ მე დღეს მიმაჩნია, რომ სწორედ იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ, შეცდომების გამოცდილებით, არასწორი გადადგმული ნაბიჯების გამოცდილებით, თუნდაც მძიმე ტვირთით, მაგრამ ასევე წარმატებების გამოცდილებით, მაგრამ ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია, რომ ქვეყანა წაიყვანოს ყველაზე მეტად წინ და რომელიც ერთადერთი ალტერნატივაა ამ ძალის უზურპაციის პროცესში, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის სახით“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, დღეს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თეა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას მიმართა: „გისამძიმრებთ იმას, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი, ზიხართ იქ, სადაც ზიხართ, ოთო კახიძის გვერდით, გისამძიმრებთ ამ მორალურ, იმედია დროებით კრახს. კაცი, რომელიც ვანოს იცავს დღეს, იმის გვერდში ზიხართ“.

იტვირთბა....