ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სამარცხვინო მინისტრი“: რას აკეთებს მე-9 სართულზე თეა წულუკიანი

 

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი დავით ჯანდიერი, რომელიც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილეა, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

“მე როცა წიგნს ვკითხულობდი თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით”, – ასე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრს, ელენე ხოშტარიას მიმართა დღეს პარლამენტში გამართულ გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე.

როგორც წულუკიანის ექს-მოადგილე აღნიშნავს, თავად მინისტრობის კანდიდატია “რაზბორკებით” დაკავებული იუსტიციის სამინისტროში.

“ამ დროს თვითონ რაზბორკებითაა სამინისტროს მე-9 სართულზე დაკავებული. უკიდურესად სამარცხვინო მინისტრია. მის ნაცვლად ბოდიშს უნდა იხდიდეს მთავრობის მეთაური ასეთი გამოხტომისთვის საზოგადოების წინაშე. არაფერს ვამბობ იმაზე, რა შეურაცხმყოფელია თანამშრომლებისთვის ამ ქალის დაყენებული “პალაჟენია” სამინისტროში. პ.ს. წიგნებს რომ კითხულობდა :)”.- წერს ჯანდიერი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....