„თქვენ როცა ძველბიჭობდით პლეხანოვზე, მე წიგნს ვკითხულობდი“
„ქალბატონო ელენე, ნუ შემაწყვეტინებთ. მე ბავშვობაში ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით, მე წიგნს ვკითხულობდი, ამიტომ ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა ადგილას ვიყავით და ვართ. მე როდესაც წიგნს ვკითხულობდი, თქვენ ძველბიჭობდით პლეხანოვზე. ეს არ არის ჩემი სტილი“ – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ელენე ხოშტარიას.
„მე ასევე გისამძიმრებთ იმას, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი, ზიხართ იქ, სადაც ზიხართ, ოთო კახიძის გვერდით, გისამძიმრებთ ამ მორალურ, იმედია დროებით კრახს. კაცი, რომელიც ვანოს იცავს დღეს, იმის გვერდში ზიხართ“ – მიმართა წულუკიანმა ხოშტარიას, რამაც მისი პროტესტი გამოიწვია. ხოშტარიამ მიმართა მას, რომ კითხვას დაბრუნებოდა.
„მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ გწყინთ ის, რომ ვეღარ აკონტროლებთ საერთო სასამართლოების შესახებ სისტემას, ძალიან დიდი ტკივილია ეს თქვენთვის. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, რომ ვერ ათამაშეთ ბათუმში სასამართლო თქვენს ჭკუაზე და ის გეგმა ვერ განახორციელეთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია აგეყირავებინათ. ამიტომ ხართ დაზაფრული. კიდევ ბევრ რამეზე ხართ დაზაფრული და ახლა „ოცნების“ მინისტრებზე თავდასხმით უმტკიცებთ ვიღაცებს ოდესაში, რომ „ნაციონალი“ ხართ“ – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრებს უსმენენ.