ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ ვერ აირჩიეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩია.

დეპუტატებს არჩევანი “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი აბესაძესა და “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანს შორის უნდა გაეკეთებინათ, თუმცა ხმები გაიყო და ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი ამ ეტაპზე კომიტეტის ხელმძღვანელ პოზიციაზე ვერ აირჩიეს.  ირაკლი აბესაძემ 8, ემზარ კვიციანმა კი 7 ხმა მიიღო.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, არსებობს პოლიტიკური შეთანხმება იმის შესახებ, რომ 15 კომიტეტიდან 12 კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დანარჩენ სამ კომიტეტში კი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი.

გამომდინარე იქედან, რომ სამი კვოტა უკვე ათვისებული აქვს ალიანსს, სესიაშვილმა უმრავლესობის წევრებს მოუწოდა მხარდაჭერა ირაკლი აბესაძისთვის გამოეცხადებინათ, თუმცა ხმები მაინც გაიყო.

იტვირთბა....