„პატრიოტთა ალიანსი“ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თავად განაცხადა. როგორც ის ამბობს, ძალიან მწვავე შეკითხვა აქვს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, ასევე გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილთან.
ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მინისტრები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული საყდრისის და ხე-ტყის მასოვრივი გაჩეხვის გამო. მისი თქმით, ”პატრიოტთა ალიანსი” გეგმავს, რომ კომიტეტზე მინისტრების მოსმენისას აღნიშნულ საკითხებზე მწვავედ ისაუბროს.
ცნობისთვის, პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრებს უსმენენ.