ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თუ საქართველომ უნდა არჩინოს „მრეწველები?”

“სანამ ღირსეული მოსამართლეები უმრავლესობაში მოვლენ და სანამ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, მანამ საქართველომ უნდა არჩინოს „მრეწველები“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ”მრეწველების” დაფინანსებასთან დაკავშირებით საკითხს. პრეზიდენტის მრჩეველი კითხვას სვამს – ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თუ საქართველომ უნდა არჩინოს „მრეწველები?”.

”ჩვენ რომ გვინდა გავხდეთ ისეთ ქვეყნებში რაც არსებობს, არის შემდეგი: 1) პოლიტიკური კულტურა და მორალი, რომელიც პოლიტიკოსს უზღუდავს არაკეთილსინდისიერი მოქმედებების შესაძლებლობას და 2) სამართლიანი სასამართლო. ოხ, ოხ, კარგი მოსამართლე რა გადაწყვეტილებას დაწერდა ამ ხელოვნური ფრაქციის საქმეზე. პროფესიული თვალსაზრისით გემრიელი ლუკმაა, მაგრამ ჩვენს დამატებით (უფრო სწორად, მთავარ!) პრობლემად კვლავ რჩება ის გარემოება, რომ ასეთი მოსამართლეები უმცირესობაში არიან”, – აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი.

შეგახსენებთ, ახალ პარლამენტში ”მრეწველებმა” ფრაქცია შექმნეს. ფრაქციის შექმნით, პარტია ”მრეწველები” ბიუჯეტიდან საპარლამენტო ფრაქციის თანხას – 300 ათას ლარს მიიღებენ. აღნიშნულ თანხას დაემატება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან მისაღები დაფინანსება და მოხდება მათი შეკრება.

იტვირთბა....