aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

32 წლის ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც 14 ოქტომბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა. ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია WISG-ის იურისტს აცნობეს, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავდა. გარდაცვლილი 14 ოქტომბრის შემდეგ კომაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს გვიან ღამით თბილისში 32 წლის ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი რუსთავში დააკავეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....