ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

სააფთიაქო ბაზარზე ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ჩნდება

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ „ფარმადეპოს“ ყიდულობს

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, რომლის მფლობელიც „საქართველოს ბანკია“ “ფარმადეპოს” ყიდულობს. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ „ფარმადეპოს“ აქციებში 25 მილიონ დოლარს გადაიხდის. იქმნება ახალი კომპანია GEPHA, რომლის აქციების 67 პროცენტის მფლობელი იქნება „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, ხოლო 33 პროცენტის – „ფარმადეპო“.

GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოში ყველაზე მსხვილი 230 აფთიაქისგან შემდგარი ქსელი შევა, აფთიაქები საქმიანობას დღეს არსებული ბრენდების ქვეშ გააგრძელებენ. ფარმადეპო შედარებით საბიუჯეტო სეგმენტზე გათვლილ სააფთიაქო ბრენდად დარჩება, „ჯიპისი“ კი შედარებით პრემიუმ კატეგორიის სეგმენტში გააგრძელებს ოპერირებას.

Commersant-ის ინფორმაციით, გარიგების შედეგად, “ევექსი” ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდება სააფთიაქო ბაზარზე. გარიგება ამ დროისთვის კონკურენციის სააგენტოს დამტკიცებას მოითხოვს.

იტვირთბა....