ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბინა მოსკოვში და 75 000 ლარი ხელფასი: ვინ არის მინისტრობის ახალი კანდიდატი გიორგი გახარია

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. მანამდე გახარია “ქართული ოცნების” მიერვე შექმნილ ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა.

“ქართული ოცნების” საიტიდან ვიგებთ, რომ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ისტორიკოსის აკედამიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა. ამის შემდეგ გვახარიამ მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. 2002-2004 წლებში გახარია ლომონოსოვის უნივერსიტეტში ბიზნესის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გიორგი გახარია 2013 წელს ბიზნესომბუთსმენის თანამდენბობას იკავებდა. ხოლო 2014-2016 წლებში ის პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა ეკონომიკურ საკითხებში.

2004- 2008 წლებში ეკონომიკის მომავალი მინისტრი SFK Group ხელმძღვანელი იყო. გახარიას აკადემიური გამოცდილებაც აქვს. ის ლომონოსივის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

გახარიამ ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის მაისში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ეკონომიკის მომავალ მინისტრს მოსკოვში ბინა აქვს. მისი მეუღლე მარიკა ფანცულაია კი თბილისში მაზნიაშვილის ქუჩაზე 395.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს.

ერთი წლის განმავლობაში ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობაზე მუშაობისას გიორგი გახარიამ 75000 ლარი აიღო ხელფასის სახით.

 

იტვირთბა....