ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქუთაისის მერიის სატენდერო დოკუმენტები: „80 000 ლარი პიარში და 20-ლარიანი საჩუქარი სოციალურად დაუცველებს“

 

„ახალი საქართველოს ” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისის მერიის სატენდერო დოკუმენტები შეისწავლა. მისი განცხადებით, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ქუთაისი მერია ადგილობრივი მედიისგან პიარსა და სატელევიზიო ეთერში სარეკლამო ვიდეო რგოლის განთავსებაში 80 000 ლარს დახარჯავს. გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვაში ნათქვამია, რომ შემსრულებელს ბოლო ორი წლის მანძილზე ქუთაისში განხორციელებული ინფრასტრუქტურლი პროექტების ვიდეო რგოლის განთავსება საკუთარ სატელევიზიო სივრცეში ევალება:

„80 ათას უხდიან მედიასაშუალებებს, რომ გააშუქონ ის, რასაც აკეთებს მერია. პარალელურად დებენ ხელშეკრულებას , სადაც გაწერილია, რომ სოციალურად დაუცველებისთვის საახალწლოდ 79 ათასი ლარი გამოჰყვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო სოციალურად დაუცველს 20 ლარიანი სასაჩუქრე კალათაც ვერ შეხვდება,” – აცხადებს ხაბეიშვილი.

56760860tend

იტვირთბა....