ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუთაისის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

 

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ქუთაისის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. ამის შესახებ  ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. დაახლოებით 20 წლის ასაკის მამაკაცის ამოცნობას  ამ დროისთვის ვერ ახერხებენ.

წინასწარი ინფორმაციით,  სავარაუდოდ, ის სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგადაა გარდაცვლილი. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....