თავდაცვის ექს-მინისტრი თინა ხიდაშელი გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
აქ გიორგი ვოლსკის დღევანდელი ციტატაა. ის გულწრფელი ადამიანია და მადლობა ამისთვის!
ის რასაც ამბობს და ამ დღეებში მოხდა ნიშნავს:
1 – ოცნების მიერ გაყვანილ დეპუტატებს ქვეყნის განვითარების მრეწველებისეული ხედვა აქვთ — სტალინელები არიან, არ უნდათ ნატოში და ნოსტალგია აქვთ 37 მანეთიან ბილეთზე რუსეთში.
2 – ჩვენ ვიცით რომ ასეთი უფრო მეტი ყავს ოცნებას, მაგრამ ვოლსკისგან გაგონილი სხვაა 🙂
3 – კვირიკაშვილის პარტიამ დღეს ნახევარი მილიონი აჩუქა სტალინელებს;
4 – კვირიკაშვილის ხელისუფლებამ დღეს საარჩევნო კომიებში ადგილი აჩუქა სტალინელებს და მისი 2 ლიდერი — პირველი ვიცე სპიკერი და ჩვეულებრივი ვიცე სპიკერები მიესალმებიან ამ ამბავს და პრობლემას ვერ ხედავენ 🙁
5 – მრეწველები დღეს კვირიკაშვილის ხელისუფლებამ დაასაჩუქრა იმ ანტი-ნატო პრორუსული კამპანიისთვის, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ დიადგა! ვაკი გადახდილია! 🙂
6 – ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ასეთი ლუსტრაციაც არ იყო საჭირო 🙂
ეს ისე ფაქტები ისტორიისთვის: კომბლებს ვთლი და ….
“ამ ადამიანებს აქვთ განწყობა, აქვთ დამოკიდებულება და არიან “მრეწველები“ არამხოლოდ სახელით, არამედ დამოკიდებულებით პოლიტიკის და ქვეყნის განვითარების მიმართ. აქ დარღვევა არანაირად არ იკვეთება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.