ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცეზარ ჩოჩელი პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი პოლიტიკურ საქმიანობას აღარ გააგრძელებს  და კვლავ ძველ საქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ ჩოჩელმა  „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა. მისი თქმით, მოღვაწეობას კერძო სექტორში განაახლებს.

ცეზარ ჩოჩელი  პოლიტიკიდან წასვლის მიზეზს არ განმარტავს. ის აცხადებს, რომ  აქტიურად  აპირებს ბიზნესში  ახალი პროექტების დაწყებას და ახალი მიმართულებების ათვისებას.

შეგახსენებთ, რომ ცეზარ ჩოჩელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მცხეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ის მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად გავიდა, თუმცა, გამარჯვებისთვის რამდენიმე ათეული ხმა დააკლდა.

 

იტვირთბა....