ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რუსი დეპუტატი: „მე შემიძლია საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების ორი გეგმა გადმოგცეთ“

რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ ინიციატივით რამდენიმე დღის წინ  მოეწყო ტელეხიდი თბილისსა და მოსკოვს შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ: საქართველოს მხრიდან – მალხაზ გულაშვილი (პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე), ლალი მოროშკინა (პოლიტოლოგი, პიარ-ტექნოლოგი); რუსეთის მხრიდან – სერგეი მარკოვი (პოლიტოლოგი, საზოგადოებრივი პალატის კომისიის თავმჯდომარის I მოადგილე), ვლადიმირ მამონტოვი (პუბლიცისტი, პოლიტოლოგი) და პეტრე ჩხეიძე (საქართველოს პირველი ელჩი რუსეთში, საზოგადო მოღვაწე). ტელეხიდის წამყვანი – ალექსანდრ გრიშინი.

 

გთავაზობთ ამონარიდებს ტელეხიდის მონაწილეთა საუბრიდან:

 

ალექსანდრე გრიშინი: რუსეთსა და საქართველოს შორის პარადოქსული სიტუაცია ჩამოყალიბდა: ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა უფრო უკეთესია, ვიდრე სახელმწიფოებს შორის. 2014 წელს საქართველოს 800 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია დასასვენებლად. და ეს მაშინ, როცა სახელმწიფოებს შორის 2008 წლის [სექტემბრის] შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ შერაცხა, კვლავ მის პოლიტიკას აგრძელებს ამ საკითხში. ჩინოვნიკები, პირველ რიგში კი ქართველები, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას ჯერაც არ აპირებენ. ეს ხომ არანორმალურია…

მალხაზ გულაშვილი: როგორ შეიძლება აღვადგინოც, როცა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამი საელჩოა? ჩვენთვის არსებობს წერტილი, რომლის გამოც საერთო მნიშვნელამდე ვერასოდეს ვერ მივალთ. რუსეთის საელჩო მოქმედებს ცხინვალში და სოხუმში, საქართველოს ტერიტორიებზე და ამ დროს როგორ შეიძლება თბილისშიც იყოს საელჩო? ასეთ სიტუაციაში საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ შეუძლია. [ჩვენი მთავრობის მიერ] ამ ნაბიჯის გადადგმა გაუგებარი იქნება როგორც საქართველოში, ასევე თვით რუსეთშიც, ყველგან.

 

ლალი მოროშკინა: „ძალიან რთულია სუფთა ფურცლიდან დაწყება. ვფიქრობ, პირველ რიგში საჭირო იქნება 2008 წლის დროინდელი სტატუს-ქვოს აღდგენა, ანუ იმ სიტუაციისა, რაც იყო 2008 წლის აგვისტომდე. ეს ჩვენი დიდი სატკივარია. არ აქვს მნიშვნელობა იმას, ვინ დაიწყო ეს ომი. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო კლასის ავანტიურისტია, ყველასათვის დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ ახალ საჭიროა როგორღაც გამოვიდეთ მიხეილ სააკაშვილის ეპოქიდან და ცხოვრება ნორმალური კალაპოტით წავიყვანოთ… ჩვენ კარგად გვესმის, რომ [ორი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობების საკითხი] პოლიტიკურ დონეზე უნდა გადაწყდეს. ამ საკითხში ვერც არასამთავრობო ორგანიზაციების კონტაქტი და ვერც კონცერტები ვერ დაგვეხმარება. უბრალოდ, ამ საქმეს რუსეთის ფედერაციის დახმარება ჭირდება.

ალექსანდრე გრიშინი: „რეგიონში სიტუაცია თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გარეშე ვერ დარეგულირდება. ჩვენ კი თბილისიდან მხოლოდ იმას ვისმენთ, რომ რუსეთმა ცხინვალისა და სოხუმის ოკუპირება მოახდინა, ოკუპაცია, საოკუპაციო ხელისუფლებაო, თითქოსდა იქ ადგილობრივი მთავრობა არ იყოს. ეს ხომ ისევ მიხეილ სააკაშვილის რიტორიკაა.

 

ლალი მოროშკინა: „მე მესმის, რომ რუსეთის სახელმწიფოს არაერთხელ შეუთავაზებია გარკვეული წინადადებები, რევერანსებიც კი იყო… მაგრამ ქართული მხარე ფრთხილობს. პოლიტოლოგები ამ თემის ამოწევას ერიდებიან. ჩვენთვისაც არაერთხელ მოუწებებიათ იარლიყები, რომ კრემლის აგენტები ვართ. მაგრამ ამის მიუხედავად, დიალოგი უნდა გაგრძელდეს…. როცა დიალოგი არ არის, ომი იწყება. ვფიქრობ, კარგი იქნება პოლიტოლოგთა ერთი შეხვედრის ჩატარება, შერეულის – რუსულ-ქართულის, რუსეთშიც და საქართველოშიც. ახლა ახალი რეალობებია, არჩევნების შემდეგ საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესდა. ის ადამიანები, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში მოვიდნენ, არ არიან ჩაციკლულები რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებაზე. პირიქით“.

მალხაზ გულაშვილი: „ჩვენ გვაქვს დიალოგი ერთმანეთთან ჩვენს დონეზე, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია ეს მაღალ დონეზე განხორციელდეს. არის ასეთი ფორმატი – „კარასინი-აბაშიძე“. ეს ძალიან კარგი ფორმატია, საკმაოდ ბევრი სასარგებლო საქმე გაკეთდა: გაიხსნა რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისათვის, დამყარდა პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი, დღეში სამი-ოთხი სამგზავრო ავიარეისია რუსეთიდან საქართველოში და პირიქით. გაიხსნა საზღვარი, მაგრამ უვიზო რეჟიმი ჯერ არ განახლებულა. არც გაიოლებულა სიტუაცია სხვა მიმართულებითაც. ჩემი აზრით, ეს ფორმატი უნდა გაფართოვდეს და არა მხოლოდ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის დონეზე წარმოებდეს, არამედ პრემიერების აპარატების, სამინისტროების დონეზეც, უნდა განახლდეს შერეული კომისიების მუშაობაც, უფრო მეტი სფერო უნდა იყოს მოცული – სპორტი, კულტურა, განათლება და ა.შ. თუმცა პოლიტიკური საკითხების პედალირება [ჯერ] საჭირო არ არის“.

სერგეი მარკოვი: თქვენ თქვით, რომ საჭიროა 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში არსებული სიტუაცია აღდგესო. გასაგებია, რომ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება სურს. როგორ ფიქრობთ მათ შემოერთებას? გგონიათ, რომ ისინი თვითონ მოისურვებენ? ან ფიქრობთ, რომ რუსეთმა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით, ჩექმით შემოიყვანოს საქართველოს შემადგენლობაში? მე შემიძლია საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების ორი [სავარაუდო] გეგმა გადმოგცეთ:

პირველი – საქართველო პირდაპირ მოლაპარაკებას გამართავს სოხუმთან და ცხინვალთან შემოერთების თაობაზე.. საქართველო ფედერაციული სახელმწიფო გახდება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ფედერაციის სუბიექტები ხდებიან, თუმცა საკმაოდ დიდი ხნის პერიოდის განმავლობაში მათი ურთიერთობა კონფედერაციული ფორმით განხორციელდება – შენარჩუნებული იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა… იმიტომ, რომ აფხაზებს ეშინიათ, რომ მათ უძრავ ქონებას – მიწას და ა.შ. საფრთხე დაემუქრებაო. მათ ექნებათ მოქალაქეობის ორი ვარიანტის არჩევის შესაძლებლობა – ან საქართველოს, ან რუსეთის. შეიძლება ორმაგი მოქალაქეობის დაშვებაც. სამმაგისაც – რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთის მოქალაქეობისა.. იგივე ითქმის ვალუტაზეც – ამ ტერიტორიებზე მიმოქცევაში იქნება რუსული რუბლიც და ქართული ლარიც. საქართველოს ფედერაციული მოწყობის პრინციპი ჩაიწერება კონსტიტუციაშიც. დაფიქსირდება, რომ რუსეთი არის საქართველოს ფედერაციული მოწყობისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური უფლებების გარანტი. კონსტიტუციაში ასევე ჩაიწერება, რომ რუსეთის ჯარებიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ავტონომიური უფლებების გარანტს წარმოადგენს. ამგვარი გეგმა, ალბათ, 2008 წლამდე იმუშავებდა, საქართველოს ხელისუფლება რომ დათანხმებულიყო. პრინციპი ასეთია: მათ არაფერი არ უნდა წაართვა, უფრო მეტი უნდა მისცე. ვფიქრობ, აფხაზეთში ბევრს გაეხარდებოდა ისეთი ჰოსპიტლის აშენება, როგორიც ზუგდიდშია… ეს ვარიანტი 2008 წლამდე იმუშავებდა, მაგრამ დღეს ახალი რეალობაა – ეს რესპუბლიკები აღიარებულნი არიან და შესაბამისად, ისინი 2008 წლამდე არსებულ სიტუაციას აღარ დაუბრუნდებიან.

ამიტომ მოდიფიცირებულ გეგმას გთავაზობთ: საქართველო შედის ევრაზიულ კავშირში და აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.. იქმნება ერთობლივი კავკასიური თანამეგობრობა ევრაზიული კავშირის შიგნით. ვინ იქნება გამაერთიანებელი ეკონომიკური ძალა ევრაზიული კავშირის შიგნით შექმნილ ამ თანამეგობრობაში? ვინ იქნება დომინირებული? აშკარაა, რომ საქართველო. შემდეგ – თუ საქართველო ჭკვიანურად მოიქცევა, კორექტულად, მშვიდად, მიწების მიტაცებას არ დაიწყებს, მაშინ თანდათანობით განვითარდება ერთმანეთთან შერწყმის პროცესი, ერთიანობის ბუნებრივი აღდგენა – საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. საქართველოს ურთიერთობის აღდგენის გზა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მათი დამოუკიდებლობის აღიარებაზე გადის. აი, ასეთი დიალექტიკაა.

თუ საელჩოებზე და რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ვილაპარაკებთ, მაშინ, მოდით, ვიფიქროთ საქართველოში აბაშიძე-კარასინის კომისიის წარმომადგენლობის გახსნაზე.

 

მალხაზ გულაშვილი: მე ამაზეც ვსაუბრობდი…

სერგეი მარკოვი: დასხდებიან რუსი დიპლომატები, ქართველი დიპლომატები და საკითხებს ერთად გადაწყვეტენ. მე ამას შემოგთავაზებდით არა როგორც დიპლომატიური წარმომდგენლობის, არამედ როგორც აბაშიძე-კარასინის კომისიის წარმომადგენლების სახით. მე ასე ვხედავ: დგას თბილისში დიდი შენობა, მასზე რუსეთისა და საქართველოს დროშები ფრიალებენ, იქ რუსი და ქართველი დიპლომატები სხედან. მაგრამ შენობაზე „რუსეთის ფედერაციის საელჩო“ კი არ აწერია, არამედ „აბაშიძე-კარასინის კომისიის წარმომადგენლობის ოფისი“.

ვლადიმირ მამონტოვი: ამით ჩვენ ისეთ დიპლომატიურ პრეცედენტს შევქმნით, რომელიც მსოფლიოში არასდროს არ ყოფილა.

ლალი მოროშკინა: და სავიზო რეჟიმიც გაუქმდება, ხომ? მე როგორც მესმის…

ვლადიმირ მამონტოვი: კარგი კითხვაა. იმიტომ, რომ მოსახლეობას პრაქტიკული ნაბიჯები აინტერესებს. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ისინიც მხარს დაუჭერენ.

იტვირთბა....