ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კლინიკა „ლანცეტს“ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა გაუუქმდა

 

ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კლინიკა „ლანცეტს“ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა გაუუქმა.

შესაბამისი ნებართვის ძალდაკარგულად გამოცხადების ბრძანება რეგულირების სააგენტომ 9 ნოემბერს გამოსცა.

ბრძანების საფუძველზე, კლინიკის მიერ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა ძალადაკარგულად ცხადდება.

ამასთან, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ხელმძღვანელობა თითქმის მთლიანად შეიცვალა.

როგორც ჟურნალისტებს „ლანცეტის“ უკვე ახალმა კლინიკური დირექტორმა, კახი კარიაულმა განუცხადა, მიმდინარეობს რეორგანიზაცია.

რაც შეეხება “ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” ინფორმაციას კლინიკა “ლანცეტში” ორი პაციენტის გარდაცვალებას, რომლებიც ტრანსპლატნაციის შემდეგ სისხლდენით დაიღუპნენ, კახი კარიაულმა განაცხადა, რომ ფაქტებს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.

„რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ვერც ვადასტურებ და ვერ უარვყოფ.  მე ეს ინფორმაცია ტელევიზიიდან გავიგე. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტორს რეგულირების სააგენტო. გამოძიების დაინტერესების შეთხვევაში, თანახმა ვართ შესაბამისი დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებებს მივაწოდოთ“.-აღნიშნა კახი კარიაულმა.

შეგახსენებთ, მარტში კლინიკა “ლანცეტში” ჩატარებულ ოპერაციის დროს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ტელეკომპანია “იმედთთან” მიცემულ ინტერვიუში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად კლინიკაში ჩატარებულ დაუგეგმავ ოპერაციას ასახელებდნენ.

იტვირთბა....