გარდაბნის რაიონში, შამილ გასანოვის მკვლელობაში მისი მეგობარია ეჭვმიტანილი. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულს თავის არეში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული. ადგილობრივების ინფორმაციით მეგობრები შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. გარდაცვლილს მეუღლე 2 მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
ინფო რუსთავი