ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

რისთვის გადაუხადა პრემიერმა მადლობა ივანიშვილს (ვიდეო)

მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ეს იყო საქართველოში პოლიტიკის და ქვეყნის მართვის თვისობრივი ცვლილება. გულწრფელ მადლობას ვუხდი მას ყველა თქვენგანის სახელით.

 

მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მეამაყება ჩემი გუნდის თითოეული წევრთან ერთად განვლილი თითოეული დღე ამ ოთხი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი ოთხპუნქტიან გეგმას, რომელიც უნდა გახდეს ფუნდამენტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარღვევის, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზების, სივრცითი მოწყობის განვითარების, მმართველობითი სისტემის კიდევ უფრო დახვეწის და შეცვლის. ეს უდაოდ იქნება თითოეული მოქალაქისთვის უფრო მეტი კეთილდღეობა და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ხდება და მოხდება.

ის უდიდესი ნდობა, რომელიც მოსახლეობამ გასულ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” გამოუცხადა, თავისთავად იყო ძალიან დიდი წარმატება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გარდავქმნათ თითოეული ადამიანის კეთილდღეობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თვალშისაცემი, თვისობრივი, ხარისხობრივი ცვლილებების მოტანაში. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე!” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

იტვირთბა....