ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის პირველი სხდომა აქციის ფონზე

დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და სტუდენტური მოძრაობები არიან.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ბოლო წლების მანძილზე, საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობა უმეტესად ფოკუსირებული იყო ისეთი საკითხების ირგვლივ, რომელთა პრობლემატიზება ხელოვნურად ხდებოდა. “შედეგად, ფსევდო დისკურსებმა დაჩრდილა რეალური პოლიტიკური საჭიროებები და საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური ხედვები”.

მათი მოთხოვნებია:

ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა;

დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები;

მოხდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა;

კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება;

რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება;

 

აქციას მართავენ: ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC); მწვანე მუშტი; ქალთა მზერა; თვითორგანიზების ქსელი; აუდიტორია 115; ახალგაზრდა მწვანეები; თეთრი ხაურის მოძრაობა; თბილისის სოლიდარობის ქსელი; შრომის ინსპექციის მოთხოვნის ნაწილში აქციას უერთდება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.

იტვირთბა....