18 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, სამგორის, დიდუბის, კრწანისის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს და ქსელის გაუმჯობესებას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის და კვანტალიანის ქუჩის (ვაშლიჯვარი) მაცხოვრებლებს. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ოთარ ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ბაბუციძის, ოცხელის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გულიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
12:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, კნოლევის, ქართლის, ღოღობერიძის, ილურიძის, დაისის და ქსოვრელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.