ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება სამართალი

რატომ დატოვა საქართველო iPhone პლუსის დირექტორმა 

კომპანია “აიფონ პლუსი” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  კომპანიის დირექტორმა მამუკა მარღიშვილმა საქართველო დატოვა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ  “აიპლუსის” დამფუძნებელი ბრიუსელიდან ვიდეოზარით ჩაერთვება პრესკონფერენციაზე, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები 21 ნოემბერს, სასტუმრო “რედისონში” გამართავენ:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ “აიფონ პლუსს” მისი კონკურენტი კომპანიის, “აიტექნიკის” სარჩელის საფუძველზე 1 600 000 ლარის ყადაღა დაადო. “აიფონ პლუსი” სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის გავლენებს უკავშირებს.

„კერძოდ, კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, iTechnic-ის რეალური მფლობელი ვალერიან ცერცვაძეა, რომელსაც წილები ოფიციალურად ცოლის ძმის, ბექარ მიქუჭაძის სახელზე აქვს გაფორმებული, ხოლო iTechnic-ის გენერალური მენეჯერი ცერცვაძის მეუღლე გვანცა მიქუჭაძეა.

„პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის iTechnic-თან კავშირების უტყუარი დამადასტურებელი ახალი მტკიცებულებები. ასევე, დამატებით ფაქტები ვალერიან ცერცვაძის და მისი მეუღლის მცდელობებებზე “აიპლიუსის” მიზანმიმართულად გაკოტრებასთან დაკავშირებით,“- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დგას თუ არა “აიტექნიკის” უკან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მეუღლე? – ასეთი სათაურით “მეტრონომი” ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ წერდა. სტატია იხილეთ აქ.

იტვირთბა....