NASA-ს მეცნიერი აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართავს და კლიმატის ცვლილების არსებობის შესახებ აფრთხილებს. NASA-ში ფიქრობენ, რომ ტრამპის შეხედულება თითქოს კლიმატის ცვლილება არ მიმდინარეობს და ეს ჩინელების გამოგონილი ამბავია, მცდარია.
NASA-სთან ერთად აშშ-ში მოქმედი გარემოს დამცველები კამპანიის დაწყებას გეგმავენ, რომლის მთავარი მიზანიც დონალდ ტრამპის გარემოს საკითხებით დაინტერესებაა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გლობალურ დათბობის პრობლემას ჩინეთის ინიცირებული ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმების რატიფიცირებას გააუქმებს. აღნიშნულ შეთანხმებას ხელს 175 ქვეყანა აწერს, მათ შორის აშშ ხელმომწერები გამონაბოლქვის შემცირების გზით კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის პირობას დებენ.