რადას დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას და შსს-ს მიმართა, განიხილონ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი. აღნიშნული განცხადება სახალხო დეპუტატმა ТСН-თან ინტერვიუში გააკეთა.
რადა დეპუტატი თვლის, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა კანონდარღვევით მიენიჭა და მან მოითხოვა საკითხის კანონიერად გადაწყვეტა.
“ჩვენ საქართველოსთან დადებული გვაქვს ხელშეკრულება საერთაშორისო დამნაშავეების გადაცემაზე. მოდით არ დავარღვიოთ ეს შეთანხმება, ერთი კაცის გამო არ წავეჩხუბოთ საქართველოს და გადავცეთ სააკაშვილი“, – განაცხადა ვადიმ რაბინოვიჩმა.