საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე დანიშნულმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ დაკავებული თანამდებობები დროებით დატოვეს. მათი განცხადებით, აუცილებელია მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე მოკვლევა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გუშინ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა, ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად გიორგი ცაბაძე დანიშნა. სამხედრო ექსპერტებმა ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს, რადგან მათი განცხადებით, ნინუა და ცაბაძე აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ . ამავდროულად, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე ამტკიცებს, რომ სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ”ნაციონალური მოძრაობის” კადრები არიან, რომლებიც პიარდი შემადგენლობის მიმართ შეურაცხმყოფელი მოქმედებებით გამოირჩეოდნენ.
თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.