ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„სააკაშვილს ჩამოერთვას მოქალაქეობა“: რადას დეპუტატი ექს-გუბერნატორის საქართველოსთვის გადაცემას ითხოვს

 

rbc -ის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ჩამოერთვას უკრაინის მოქალაქეობა და ის საქართველოს გადასცენ:

“იმის გამო, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებისას დაირღვა უკრაინის კანონები. მე ვითხოვე, რომ სააკაშვილს ჩამოერთვას უკრაინის მოქალაქეობა. ამასთან ერთად, ჩვენ საქართველოსთან დადებული გვაქვს შეთანხმება საერთაშორისო დამნაშავეების გადაცემის შესახებ. მოდით, არ დავარღვიოთ შეთანხმება და ერთი ადამიანის გამო ნუ ვიჩხუბებთ საქართველოსთან და გადავცეთ სააკაშვილი საქართველოს”, – აცხადებს უკრაინელი დეპუტატი.

 

იტვირთბა....