საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 102.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 241.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.0 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.9 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 91.2 პროცენტი მოდიოდა.
ეს ქვეყნებია:
რუსეთი, აშშ, საბერძნეთი, იტალია, თურქეთი, ისრაელი, ესპანეთი, გერმანია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საფრანგეთი.
2016 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.1 მლნ აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.