ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუჩების სია: დღეს თბილისის ოთხ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

 

16 ნოემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის ოთხ რაიონს შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, საბურთალოს, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, V, VI მიკრორაიონების და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გაგარინის, შარტავას, იმედაშვილის, ჩერქეზიშვილის, არდაზიანის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, არშბას, ქანთარიას და სახოკიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ცაიშის, თვალჭრელიძის და ქვალონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....