ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რაზე ისაუბრეს ტელეფონით ტრამპმა და პუტინმა

პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ იუწყება CNN.
“პუტინმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა”, – ასეთ განცხადებას ავრცელებს ტრამპის გუნდი. ორივე ლიდერმა განიხილეს სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, საერთო გამოწვევები და საფრთხეები, სტრატეგიული, ეკონომიკური საკითხები და აშშ-რუსეთს შორის ისტორიული ურთიერთობები.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს ვაჭრობის მეშვეობით ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტის შექმნას“, – აცხადებს კრემლი.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხებზე.

იტვირთბა....