ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

10 თვის ჩვილის ცემაში ეჭვმიტანილი დააკავეს: ფაქტი კამერამ დააფიქსირა

შსს-მ დააკავა ძიძა, რომელიც 10 თვის ბავშვის ცემაშია ეჭვმიტანილი.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.
როგორც შსს-ში ამტკიცებენ, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

იტვირთბა....