ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 7%-ით შემცირდა, იმპორტი კი 31%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9950 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1701 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ 7 პროცენტით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ხოლო იმპორტი 8249 მლნ. დოლარი, ანუ 31 პროცენტით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 6548 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5851 მლნ. აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 პროცენტით ნაკლებია.

2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9950 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია.

 

იტვირთბა....