ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბურთალოს, ვაკის, გლდანის და ისნის რაიონებს დღეს ელექტროენერგია შეუწყდება

დღეს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ვაკის, გლდანის და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, თოფურიას, უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის და მარუხის გმირთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა და V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალადაშვილის, კონსტანტინე ერისთავის და ხივინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....