დღეს, დიღომში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. თბილისის “დინამოს” გულშემატკივარი და საზოგადოების წარმომადგენლები კლუბის საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ევგენი მიქელაძის 9 ა ნომერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები “დინამოს” ბაზას მნიშვნელოვნად აზიანებს. შეკრებილები მშენებლობისთვის ალტერნატიული ფართის მოძებნას ითხოვენ.