“ახლა იმის დრო არ არის, რომ აშშ-მა ნატოზე უარი თქვას და ევროპელი მოკავშირეები უსაფრთხოების გამოწვევების პირისპირ დატოვოს”- ამის შესახებ საუბარია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სტატიაში, რომელიც „გარდიანში“ გამოქვეყნდა.
„ჩვენ ისტორიის განმავლობაში ჩვენი თაობის უდიდეს გამოწვევებს ვაწყდებით. ახლა არ არის დრო, ეჭვქვეშ დავაყენოთ ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის ფასეულობა. 67 წლის განმავლობაში ეს პარტნიორობა იყო ევროპაში მშვიდობის, თავისუფლებისა და აყვავების საფუძველი. ამან შეგვაძლებინა წარმატებით შეგვეკავებინა საბჭოთა კავშირი და ბოლომდე მიგვეყვანა ცივი ომი“, – წერს სტოლტენბერგი.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ ერთადერთხელ, როდესაც ნატომ გამოიყენა თავისი მდგომარეობა საკუთარი თავდაცვისთვის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმისას, იყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი და ეს იყო „უფრო მეტი, ვიდრე სიმბოლო“.
„ამ მღვრიე პერიოდში გვჭირდება ძლიერი ამერიკული ლიდერობა და გვინდა, რომ ევროპელებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა იტვირთონ. ყველაზე მეტად კი გვჭირდება ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის დაფასების აღიარება. უთანხმოებათა გაღრმავების ნაცვლად, უნდა განვავითაროთ ის, რაც გვაერთიანებს და გამოვნახოთ გონიერება და შორსმჭვრეტელობა, რომ ერთად ვიმუშაოთ. მარტო ყოფნა არ არის ევროპისა და ამერიკის ვარიანტი“, – წერს ნატო-ს გენერალური მდივანი.