გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშიძისა და ნაფარეულის ქუჩის კუთხეში რა დროსაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 4 ექიმი დაშავდა. 3 მათგანი მკურნალობას სახლში განაგრძობს, ერთი კი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურისა და რენჯ როვერის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
როგორც “რუსთავი 2-თან” საუბრისას შსს-მ განაცხადა, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.