https://www.youtube.com/watch?v=A6AOa_FINE0
ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმიდნარე საპროტესტო გამოსვლა არეულობაში გადაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტების ნაწილმა დაამსხვრია ვიტრინები და მანქანის მინები. ამასთან, დაფიქსირდა ქუჩაში ცეცხლის გახსნის რამდენიმე შემთხვევა. სამართალდამცველებმა 29 ადამიანი დააკავეს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების წინააღმდეგ საპორტესტო გამოსვლები გაიმართა ქვეყნის არაერთ შტატში.
10 ნოემებრს ნიუ-იორკში ხუთი ათასამდე ადამიანი ტრამპ-თაუერთან შეიკრიბა, სადაც დონალდ ტრამპის შტაბ-ბინა მდებარეობს.
აქციები გაიმართა ატლანტაში, ოსტინში, ბოსტონში, ჩიკაგოში, დენვერში, ფილადელშიაში, სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და ვაშინგტონში.