„ ახალი ძალების პლატფორმა“ – ეს მიხეილ სააშვილის ახალი პოლიტიკური პარტიის სახელწოდებაა. გაერთიანების შექმნის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა განცხადება დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს:
“მე დღეს ვაცხადებ, რომ ვაფუძნებთ ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანია, არსებული პოლიტიკური ელიტის შეცვლა, რომელიც აკონტროლებს რადას, ჩვენი მიზანია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიზნესს, მაგრამ ჩვენ არ შევიყვანთ ბიზნესმენებს რადაში,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონდერენციაზე.
სააკაშვილის გუნდში არ იქნება არც ერთი ის დეპუტატიც, რომელიც ერთ ვადაზე მეტი იყო უკრაინის უმაღლესი რადას წევრი.