ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბექასთან რამდენჯერმე ვნახე ის გოგო, ვინც დედა მოკლა”: რას ყვებიან მეზობლები საზარელ მკვლელობაზე

თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ საზოგადოება მიღებული შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა. გამოძიების ინფორმაციით, 76 წლის ქალი მეგობრების დახმარებით სიცოცხლეს მისმა შვილმა გამოასალმა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული 5 პირი დააკავეს, მათგან ერთი არასრულწლოვანია. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა რიტუალური იყო, გამოძიება კანიბალიზმის ვერსიასაც ამუშავებს.

შსს-ს ინფორმაციით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშიკით გათიშეს, შემდგომ კი გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. საცხოვრებელი სახლი, რომელიც მთაწმინდაზე, ვეძინის ქუჩაზე მდებარეობს, შენგელიამ მკვლელობამდე სამი კვირით ადრე იქირავა.

როგორც ცნობილია, შენგელიამ, გარდაცვლილის ქალიშვილმა ირმა ყოჩიაშვილმა და კიდევ ერთმა ბრალდებულმა, არასრულწლოვანმა ნინა ჩ.-მ პოლიციას ჩვენება სწორედ აღნიშნულ სახლში მისცეს და დეტალურად გაიხსენეს საზარელი დანაშაულის დეტალები.

AMBEBI.GE-ს ჟურნალისტი ვეძინის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც შენგელიას მეზობელს ესაუბრა. რესპონდენტის ვინაობას მისი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ:

“ამ ბიჭს (ბექა) კარგად არ ვიცნობდი, სამი კვირაა რაც ამ სახლში გადმოვიდა. რაიმე უცნაურობა არასდროს შემიმჩნევია. სახლის მეპატრონეს უთხრა, რომ დიზაინერი იყო და ერთ-ერთ სალონში სტილისტად მუშაობდა. როგორც მეზობლები ამბობენ, არავისთან ჰქონდა კონტაქტი, მე მეკონტაქტებოდა, ისიც გამარჯობით და უბრალო მოკითხვით შემოიფარგლებოდა. ბექასთან ერთად რამდენჯერმე ვნახე ის გოგო, ვინც დედა მოკლა.

primetimenews.ge

იტვირთბა....