სიეტლში, სადაც აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საწინააღმდეგ აქცია მიმდინარეობდა, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა.
დაჭრილთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ სროლა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სავარაუდოდ არ უკავშირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ სიეტლის გარდა, მოსახლეობის ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას სხვადასხვა შტატებში აპროტესტებდა.
საპროტესტო გამოსვლები ასევე გაიმართა არიზონას, აიოვას, კოლორადოს, მასაჩუსეტსის შტატებში, დემონსტრანტები შეიკრიბნენ ვაშინგტონშიც, თეთრ სახლთან.